Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

Deadlines for signing the contract with candidates for master's degree!

ძვირფასო სტუდენტებო,

იურიდიული ფაკულტეტი გილოცავთ მაგისტრატურის საფეხურზე წარმატებით ჩარიცხვას!

 

სამაგისტრო პროგრამების სამართალი; საერთაშორისო სამართალი; მიგრაციის მართვა, მაგიტრანტობის კანდიტადებთან ხელშეკრულების გაფორმება იწარმოებს - 20-22 სექტემბერი, 2023 წ.

 

თსუ II აკადემიური კორპუსი, პირველი სართული, 129 აუდიტორია, [თბილისი, ი.ჭავჭავაძის გამზ.№3], 10:00-17:00 სთ.

 

წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხა:

  • ფოტოსურათი (3X4) – ბეჭდური 2 ც. და ელექტრონული ვერსია CD-ზე;
  • ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომისა და დანართის დამოწმებული ასლი (თსუ-ს კურსდამთავრებულისათვის უნივერსიტეტის/შესაბამისი ფაკულტეტის მიერ, ხოლო სხვა შემთხვევაში - ნოტარიულად დამოწმებული ასლი; 2023 წლის კურსდამთავრებულთათვის - ცნობა აკადემიური ხარისხის მინიჭების თაობაზე);
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (პასპორტის) ასლი;
  • უცხო ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატის/შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის პროექტის - "CERTUS"-ის ფარგლებში გაცემული სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • ქართული ენის B2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • წვევამდელის სამხედრო-სააღრიცხვო მოწმობის ასლი (ან სამხედრო ბილეთი, ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
  • სხვა დოკუმენტი, თუ ასეთს ითვალისწინებს სამაგისტრო პროგრამა.

*დოკუმენტაციის წარმოდგენა არ ევალებათ, მათ ვინც უნივერსიტეტში გაიარა რეგისტრაცია.